თურქეთის დელეგაცია იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩასვლას გეგმავს
თურქეთის დელეგაცია იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

თურქეთის დელეგაცია სირიაში, კონკრეტულად კი იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავა.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.