თურქეთის დასავლეთით, სამგზავრო ავტობუსების ავტოკატასტროფის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

15:26, 09.08.2021

თურქეთის დასავლეთით, სამგზავრო ავტობუსების ავტოკატასტროფის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 28. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა იზმირის პროვინციაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ აგრძელებენ მკურნალობას, მათგან რამდენიმეს მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა.

მეორე ავტოკატასტროფა კი ბალიკესირტან მოხდა. მძღოლმა რომელიც ბალიკესირი-ედრემიტის რეისს ასრულებდა , მართვაზე კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა. ადგილზე 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 17-ი.

ორივე ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი