თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნავის ჩაძირვის შედეგად რვა მიგრანტი დაიღუპა
თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნავის ჩაძირვის შედეგად რვა მიგრანტი დაიღუპა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნავის ჩაძირვას რვა მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულებს შორის სამი ქალია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან კატასტროფის დროს ნავში სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა. ნავში მყოფი შვიდი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. მათი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

2015 წლის შემდეგ თურქეთი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ წასული მიგრანტებისთვის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა. ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრის მიზნით, მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის სახიფათო მარშრუტს ირჩევენ, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება.