თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში არსებულ სადავო საკითხებზე ისაუბრეს
თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში არსებულ სადავო საკითხებზე ისაუბრეს

თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში არსებულ სადავო საკითხებზე ისაუბრეს.

მევლუთ ჩავუშოღლუს და ნიკოს დენდიასის შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.

ენერგორესურსების ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებული დაძაბულობის განსამუხტად, თურქეთისა და საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს მანამდე ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდა.