თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის და სირიის კონფლიქტზე ისაუბრეს
თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის და სირიის კონფლიქტზე ისაუბრეს

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის და სირიის კონფლიქტზე ისაუბრეს. თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მთიან ყარაბაღში სატრანსპორტო ხაზების აღდგენასთან დაკავშირებით, თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ექსპერტების შეხვედრა შესაძლებელია.

ერდოღანის თქმით, აღდამში არსებული ერთობლივი ცენტრი წარმატებით ახორციელებს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის და კონტროლის ამოცანას და ზავის დასაცავად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის და თურქეთის კოორდინირებული მოქმედება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებშია.

სატელეფონი საუბრისას თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ სირიის კონფლიქტის უახლოეს მომავალში დასრულება ორივე მხარის ინტერესებშია.

ერდოღანმა და პუტინმა ასევე განიხილეს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის თურქეთისთვის მიწოდების და თურქეთში წარმოების საკითხი.

დატოვე კომენტარი