თურქეთის აღმოსავლეთით სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა ოთხი სამხედრო
თურქეთის აღმოსავლეთით სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა ოთხი სამხედრო

თურქეთის აღმოსავლეთით სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა ოთხი სამხედრო. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად უკვე გაემგზავრა კატასტროფის ადგილზე. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.