თურქეთის 31 დიდ ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა

23:50, 10.04.2020

თურქეთის ხელისუფლებამ 31 დიდ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში კომენდანტის საათი დააწესა. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომენდანტის საათი 12 აპრილის შუაღამემდე იმოქმედებს.

თურქეთში კორონავირუსით 1 006 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 98 ბოლო 24 საათში დაიღუპა.

მსგავსი