თურქეთიდან შემოსული გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს
თურქეთიდან შემოსული გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთიდან შემოსული გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას სამართალდარღვევა გამოვლინდა.

კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოტანილ იქნა 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი. ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას, საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი