თურქეთიდან საქართველოში რკინიგზით 369 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა 
თურქეთიდან საქართველოში რკინიგზით 369 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა 

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით მგზავრების გადაყვანა სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება. თუმცა, სატვირთო გადაზიდვების დაწყების გამო, თურქეთ-საქართველოს სარკინიგზო საზღვარზე საერთაშორისო ვიზიტორთა შემოსვლა უკვე ფიქსირდება.

კარწახის გავლით შარშან უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე შემოვიდა, წელს კი 325, მათ შორის იანვარში 28, თებერვალში 22, მარტში 42, აპრილში 48, მაისში 48, ივნისში 39, ივლისში 43, აგვისტოში კი 55. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

რკინიგზით საქართველოს საზღვარზე გადმოსვლა, კარწახის გარდა, გარდაბანსა და სადახლოშია შესაძლებელი.