თურქეთიდან დაბრუნებულმა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დონალდ ტრამპს ჯამალ ხაშოგის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდა
თურქეთიდან დაბრუნებულმა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დონალდ ტრამპს ჯამალ ხაშოგის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდა

თურქეთიდან დაბრუნებულმა აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ჯინა ჰასპელმა მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.

გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტისას ჯინა ჰასპელს ის აუდიოჩანაწერი მოასმენინეს, სადაც ჯამალ ხაშოგის წამებაა დაფიქსირებული.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.