თურქეთი სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის შექმნაზე გერმანიის ინიციატივის აღსრულებას არარეალისტურად მიიჩნევს
თურქეთი სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის შექმნაზე გერმანიის ინიციატივის აღსრულებას არარეალისტურად მიიჩნევს

თურქეთი სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირებით გერმანიის ინიციატივის აღსრულებას არარეალისტურად მიიჩნევს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ჩავუშოღლუს თქმით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში საერთაშორისო უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბება რეალობას არ შეესაბამება. ამასთან ერთად, დიპლომატმა აღნიშნა, რომ თურქეთი რეგიონში ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევის მიმართ ტოლერანტული არ იქნება და ყველა ასეთ შემთხვევას გამოიძიებს.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნა შესთავაზა. ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ აღნიშნულ რეგიონში კონტროლი საერთაშორისო ძალებმა უნდა აიღონ, რომელშიც რუსეთი და თურქეთიც იქნებიან ჩართული.