თურქეთი რუს დიპლომატებს არ გააძევებს
თურქეთი რუს დიპლომატებს არ გააძევებს

რუს დიპლომატებს თურქეთიდან არ გააძევებენ. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის მთვარობა აცხადებს, რომ ქვეყანა არ აპირებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის კვალს გაჰყვეს.

„იმიტომ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი მხოლოდ ბრალდების საფუძველზე გადადგა, ჩვენ ანალოგიურად არ უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევა.

დატოვე კომენტარი