თურქეთი მედია - თურქეთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის
თურქეთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს.
ახალი სამხედრო ობიექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია ქალაქ ტრაპიზონიდან 40 კილომეტრში, სიურმენეში განთავსდება. წინასწარი მონაცემებით, ახალ სამხედრო ბაზაზე 400 ჯარისკაცი იმსახურებს, ასევე იმუშავებს 200 სამოქალაქო პირი.
როგორც გამოცემა Milliyet-ი აღნიშნავს, ახალი ბაზის განთავსების გადაწყვეტილება ანკარამ ახალი გაზსადენის გახსნის, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტისა და შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
ამჟამად თურქეთი ოთხ ზღვაში რვა სამხედრო-საზღვაო ბაზას ფლობს