თურქეთი კვიპროსის კონფლიქტთან მიმართებაში ფედერაციულ გეგმას არაეფექტურად მიიჩნევს
თურქეთი კვიპროსის კონფლიქტთან მიმართებაში ფედერაციულ გეგმას არაეფექტურად მიიჩნევს

თურქეთი კვიპროსის კონფლიქტთან მიმართებაში ფედერაციულ გეგმას არაეფექტურად მიიჩნევს. თურქეთის ხელისუფლება კვიპროსის საკითხზე ალტერნატიული ვარიანტის განხილვის ინიციატივით გამოდის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ორ-ზონალური ფედერაცია კვიპროსთან მიმართებაში ეფექტური მიდგომა არ არის. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ანკარა გამოხატავს მზაობას, იმსჯელოს კონფედერაციაზე ან ორი სახელმწიფოს მიდგომაზე.

კვიპროსელი თურქები ეწინააღმდეგებიან გეგმას, სადაც ფედერაციას თანასწორი უფლებით არ მართავენ. კვიპროსის კუნძული თურქული ინტერვენციის შემდეგ ორადაა გაყოფილი.