თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აპრილში წარადგენს

14:49, 25.11.2020

თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარ ვაქცინას აპრილში წარადგენს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

„ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენი ვაქცინა ბაზარზე, სავარაუდოდ აპრილში გამოჩნდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარა ყურადღებით აკვირდება ჩინეთში, რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

„ჩვენ ზოგიერთი ვაქცინა უკვე წინასწარ შევუკვეთეთ. იმედი გვაქვს, რომ დეკემბრის ბოლოს მოსახლობის ნაწილი აცრას შევძლებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი