თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ დაპატიმრებულ წევრებს მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნის
თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ დაპატიმრებულ წევრებს მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნის

თურქეთი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაპატიმრებულ წევრებს მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნის. ამის შესახებ განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

სულეიმან სოილუმ განმარტა, რომ ევროპული ქვეყნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმოქმედოები არიან და ამის გამო თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ისინი გააკრიტიკა.

„ეს ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან ეს უპასუხისმგებლობაა. დაეშის დაპატიმრებულ წევრებს ჩვენ მათ მშობლიურ ქვეყნებში გავგზავნით“,- განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ტერიტორიიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და რეგიონში ე.წ. უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბება იყო. ამის პარალელურად სამხედრო მოქმედებების დროს თურქმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს.