თურქეთი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის, ადამიანების გადაცემას 83 ქვეყნიდან ითხოვს
თურქეთი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის,  ადამიანების გადაცემას 83 ქვეყნიდან ითხოვს

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის, თურქეთი 83 ქვეყნიდან 452 ადამიანის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„თურქეთმა 452 პირზე შესაბამისი დოკუმენტები 83 ქვეყანას გაუგზავნა. ამ პიროვნებებს კავშირი აქვთ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სწორედ მქადაგებელ გიულენს ადანაშაულებს. თავად გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ბრალდებებს უარყოფს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.