თურქეთი და ევროკავშირი სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრასა და სავიზო პროცედურების გამარტივებას განიხილავენ

19:02, 09.07.2024

ბრიუსელში თურქეთ-ევროკავშირის მაღალი დონის სავაჭრო დიალოგის პირველი რაუნდი გაიმართა.

მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, ისაუბრეს თანამშრომლობაზე საბაჟო კავშირში არსებული სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად, ასევე სავიზო პროცედურების გამარტივებაზე, საგზაო ტრანსპორტის კვოტებზე და თანამშრომლობის ახალ სფეროებზე, მათ შორის, მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციაზე.

შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ თურქეთის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საგზაო რუკაზე თანამშრომლობის ახალი სფეროებისა და შესაძლებლობების განსახორციელებლად.

მსგავსი