თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ექვს ავიაგამანადგურებელს გზავნის

12:54, 09.03.2026

თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ექვს ავიაგამანადგურებელს გზავნის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც მედია წერს, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში თურქეთი ნეიტრალურ მხარეს იკავებს და მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს როგორც ირანთან, ასევე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

მსგავსი