თურქეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს
თურქეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

თურქეთი ჩინეთის ქალაქ  უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთში თურქეთის ელჩმა გააკეთა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის უხანში თურქეთის 32 მოქალაქე იმყოფება. მათგან ნაწილი ტურისტული, ხოლო ნაწილი საცხოვრებელი მიზნით არის ჩასული.

ჯერჯერობით უცნობია, თურქეთის მოქალაქეებს პირდაპირ ანკარაში ჩაიყვანენ, თუ ნეიტრალურ ზონაში მათი დაყოვნება მოხდება, ვიდრე კარანტინის პერიოდი არ გაივლის.