თურქეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის გაწყვეტას არ გამორიცხავს
თურქეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის გაწყვეტას არ გამორიცხავს

თურქეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის გაწყვეტას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ამ ნაბიჯს ანკარა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიერ, ისრაელთან დიპლომატიური უერთიერთობების აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ გადადგამს.

მანამდე, ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც განაცხადეს, რომ ისტორია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ორპირობას არასდროს აპატიებს.

შეგახსნებთ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის, აშშ-ის შუამავლობით მიღებული შეთანხების შედეგად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელება შეაჩერა. პალესტინელებმა არაბეთის გაერთიანებული საამიეროების მიერ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას „ზუგში დარტყმა“ უწოდეს.

დატოვე კომენტარი