თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სეისმურ კვლევას 4 ნოემბრამდე გაახანგრძლივებს
თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სეისმურ კვლევას 4 ნოემბრამდე გაახანგრძლივებს

თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სეისმურ კვლევას 4 ნოემბრამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საბერძნეთი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის პერსპექტივას კიდევ უფრო დაასუსტებს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი რეგიონის დესტაბილიზიციას და დაძაბულობის გაღვივებას ცდილობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სეისმურ კვლევას თურქეთი სამი გემის მეშვეობით ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი