იბრაჰიმ ქალინი – თურქეთს მიგრანტების ახალი ტალღის მიღების შესაძლებლობა არ აქვს

19:22, 01.09.2021

თურქეთის რესპუბლიკას არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მიგრანტების ახალი ტალღა, – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, – აღნიშნა ქალინმა.

აქვე, მან ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად სტაბილურობისა და მშვიდობიანი გარდამავალი პროცესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მსგავსი