თურქეთ-სირიის საზღვრის კვეთისას, თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლი დააკავეს
თურქეთ-სირიის საზღვრის კვეთისას, თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლი დააკავეს

თურქეთ-სირიის საზღვრის კვეთისას, თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 დეკემბერს ათობით ეჭვმიტანილმა სირიიდან თურქეთში შესვლა უკანონოდ სცადა, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

ეჭვმიტანელების იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ დაკავებულებს შორის რადიკალი ისლამისტებიც იყვნენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რვა მათგანი რუსეთის, ოთხი უზბეკეთის, სამი კი ყირგიზეთის მოქალაქეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

დატოვე კომენტარი