თურქეთ-სირიის საზღვართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა
თურქეთ-სირიის საზღვართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

თურქეთ-სირიის საზღვრიდან დაახლოებით 200 მეტრში, სირიის ტერიტორიაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ადგილზე მყოფი საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, ქალაქ აქჩაყალეში, საზღვართან აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, არავინ დაშავებულა.

შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქ თელაბიადის მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია. თურქი სამხედროები ამ დრომდე განაღმვით სამუშაოებს აწარმოებენ.

თურქეთის არმიის ჯავშანმანქანების ნაწილმა ტერიტორია დილით დატოვა.