ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის გამოფენა მიმდინარეობს

11:30, 27.02.2018

ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენაზე 100-მდე უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტია მიწვეული, რომლებსაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თავიანთ პროექტებსა და ინიციატივებს აცნობენ.

გამოფენის მიზანი სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობაა.

ღონისძიების დროს სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაესაუბრონ წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, დაგეგმონ კარიერა და გაიგონ, რა უნარჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში.

გამოფენა 10:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება.

მსგავსი