ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის დღეიდან ვაქცინაცია რეგიონებში იწყება
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის დღეიდან ვაქცინაცია რეგიონებში იწყება

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის დღეიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებში იწყება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან. ამ მიზნით, ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე უნდა გაიარონ: gnta.ge/ge/registration

ბოლო მონაცემებით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.