ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შაიჰა ალ ნოვაისის კანდიდატურაა წარდგენილი

22:32, 30.05.2025

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შაიჰა ალ ნოვაისის კანდიდატურაა ნომინირებული. მისი კანდიდატურა გაერო-ს ტურიზმის გენერალურ ასამბლეას წარედგინება დასამტკიცებლად. დამტკიცების შემთხვევაში შაიჰა ალ ნოვაისი თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან დაიკავებს.

ორგანიზაციის 50-წლიან ისტორიაში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ალ ნოვაისი, შეიძლება, პირველი ქალი გენერალური მდივანი გახდეს.

ცნობისთვის, გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ამ დროისთვის მეორე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილი იკავებს.

მსგავსი