ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შემდეგი სხდომა საქართველოში გაიმართება

21:43, 13.09.2019

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შემდეგი სხდომა 2020 წელს საქართველოში გაიმართება. ინფორმაცია ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აღმასრულებელი საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება. წელს შეხვედრები ბაქოსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.

საქართველო ასეთ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილია.

მსგავსი