ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „სიენენზე“ საქართველს შესახებ სარეკლამო კამპანია დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „სიენენზე“ საქართველს შესახებ სარეკლამო კამპანია დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „სიენენზე“ (CNN) სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს. საიმიჯო კამპანია „სიენენზე“ (CNN) ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „სიენენის“ თანამშრომლობით,  საქართველოს არხის გადამღები ჯგუფი ეწვევა და ხუთი საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.

ამასთან, საქარველოს ტურისტულ პოტენციალს „სიენენი“ თემატურ კვირეულს მიუძღვნის. მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც „სიენენეის“ წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.

საქართველოს რეკლამა „სიენენისვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ „სიენენე თრაველზე“ (CNN Travel) თემატური გვერდი მომზადდება.

ვებგვერდებზე – CNN.com, CNNInternational.com, CNNBusiness.com, Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები. ასევე, „სიენენეის“ (CNN) სოციალურ მედია პლატფორმაზე Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ მომზადებული ორი რეპორტაჟი სათაურით  – Take Me There.