ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითში ტუროპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითში ტუროპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში წამყვანი ტუროპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას ქუვეითის ტურისტული სააგენტოების 60-ზე მეტი ტუროპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 12 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

„საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში შეხვედრები გამართა. პრეზენტაციას საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების და ქუვეითის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნესურთიერთობები, იმ მიზნით, რომ საქართველოში გაიმართოს დიდი ზომის კონგრესები და ღონისძიებები“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.