ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სარეკლამო კამპანია დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სარეკლამო კამპანია დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოპულარიზაციისთვის ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალრეიტინგულ სატელევიზიო არხებით გადაიცემა. კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ მედიას, ასევე გარე ბანერებს.

სარეკლამო კამპანია 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.