ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერებს უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერებს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პოპულარულ ბლოგერებს უმასპინძლა.

პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, სიღნაღი და ბორჯომი დაათვალიერეს. ბლოგერებისთვის კახეთში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბლოგერებს სოციალურ ქსელებში ათი ათასობით მიმდევარი ჰყავთ.

პრესტურის მიზანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.