ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო.

„თუ გაქვთ მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20 ნომრიანი) განთავსების ობიექტი, იმერეთსა თუ გურიის რეგიონებში და გსურთ, დაეუფლოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს, გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა და ჩაერთეთ „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში. პროექტის ფარგლებში, განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში, ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებგვერდის booking.com პლატფორმის გამოყენებით, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.

„პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, შეთავაზებულია პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან შექმნილ ფოტობანკი, ინდივიდუალურ კონსულტაცია ინტერიერის დიზაინზე, ინდივიდუალური კონსულტაცია ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ, სასწავლო კურსი – ონლაინ პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი