ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ექვს თვეში ორ მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა

11:35, 16.07.2024

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2,123,816 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც +10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი