ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველო საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა Sirha 2021-ზე და მსოფლიო გასტრონომიულ კონკურს ბოკუსდორზე მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველო საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა Sirha 2021-ზე და მსოფლიო გასტრონომიულ კონკურს ბოკუსდორზე მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქართველი შეფმზარეულები და გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები საფრანგეთში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ კონკურსზე, ბოკუსდორსა (Bocuse-d’Or) და საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა Sirha 2021-ში მონაწილეობენ.

საფრანგეთში გასტრონომიული კონკურსი ბოკუსდორი 23-27 სექტემბერს იმართება. 87 კონკურსანტი ქვეყნიდან ფინალურ შეჯიბრში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს.

„საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარდგა. საქართველოში ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება.

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გამოფენაზე ათიათასობით სტუმარს საშუალება ექნება, გაეცნოს ქართულ პროდუქტებს.

2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა Bocus d’or-ის ოჯახის წევრი და პროექტ Georgia – The Art of Feast – „საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას“ ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო საერთაშორისო გამოფენა „სირჰა 2019“-ზე წარდგა.

პროექტი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, ოფიციალური მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი