ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შეხვდა

16:13, 20.07.2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ევროპელ სტუდენტებს შეხვდა.

გიორგი ჩოგოვაძემ სხვადასხვა ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი სარეკლამო კამპანია Emotions are Georgia წარუდგინა.

სტუდენტები საქართველოს საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში სტუმრობენ. ისინი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმოგზაურებენ და გაეცნობიან ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

 

მსგავსი