ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ფასდაკლებების კვირეული იწყება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ი იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინიციატივის მიზანი ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობაა.
ფასდაკლებების კვირეული 23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
Discount Week-ი არის ღონისძიება, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისის ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.