ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ტურისტებს, რომლებსაც სჭირდებათ დროებითი საცხოვრებელი სერვისით სარგებლობა, უნდა დარეკონ ნომერზე – 144-3.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის დროებითი საცხოვრებლისთვის სათანადო პირობები.

უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა პირველი თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უფასო საცხოვრებლით, საკვებით. ტურისტებს, რომლებსაც აქვთ სერვისით სარგებლობის საჭიროება, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 144-3“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.