ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025-ის“ განახლებას და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025-ის“ განახლებას და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025-ის“ განახლებას და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს.

აღნიშული პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტის მხარდაჭერით ტარდება.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, აშშ-ის  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ტურიზმის სტრატეგიის განახლების პროექტზე მუშაობას, მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც წლიდან წლამდე იქნება გაწერილი თუ რა მიმართულებით ვმუშაობთ. ეს ხელს შეუწყობს, უფრო მეტი ქვეყნიდან საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვიდნენ. ჩვენ განვსაზღვრავთ იმ სტრატეგიულ ქვეყნებს, სადაც მოხდება სწორ პლატფორმებზე საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება. ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ტურიზმის მიმართულებით, რაც იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის და ხალხის დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საკონსულტაციო კომპანიების (Solimar International) და (DAI) ჩართულობით განახლდება.