„სიენენის“ პლატფორმაზე საქართველოს შესახებ გვერდი - Discover Georgia განთავსდა
„სიენენის“ პლატფორმაზე საქართველოს შესახებ გვერდი - Discover Georgia განთავსდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „სიენენზე“ (CNN) სარეკლამო კამპანიას განაგრძობს.

ადმინისტრაციის ცნობით, შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში, „სიენენის“ პლატფორმაზე საქართველოს გვერდი – Discover Georgia დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს“, – აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.