ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტები იზრდება
საქართველოში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 438,414 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 3.8%-ია, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ შემდეგი ქვეყნები:
„გერმანია – 78,644 საერთაშორისო ვიზიტი, 2023 წელთან ზრდა 14.3%;
გაერთიანებული სამეფო – 32,372 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა 5.3%;
საფრანგეთი – 28,302 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა 20.2%;
საბერძნეთი – 27,557 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა 21.3%;
იტალია – 19,895 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა 24.6%;
ნიდერლანდები – 18,759 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა 26.7%;
ესპანეთი – 14,735 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა 13.8%“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.