ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან ახალ პროექტებს გეგმავს
ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედიაპლატფორმის, Bloomberg-ის სამოგზაურო მიმართულების ხელმძღვანელს, დევიდ მინის შეხვდა.
საუბარი შეეხო მარკეტინგულ კამპანიებს მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე.
საქართველოს ცნობადობის გაზრდილის შესახებ გასამართ აქტივობებზე Bloomberg-ის წარმომადგენელი საუბრობს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და წევრებთან 2025 წლის სტრატეგია განვიხილეთ. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება, გლობალურად მოვიზიდოთ მოგზაურები საქართველოში და მათ აღვუძრათ ნდობა და სურვილი, რომ იმოგზაურონ საქართველოში“, – აცხადებს დევიდ მინი.
ITB Berlin-ის სამდღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.