ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

11:00, 11.03.2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, საქართველოში 165,626 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, აღდგენა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35.3%-ია, 2021 წლის თებერვალთან შედარებით კი ზრდამ +297% შეადგინა.

როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, თებერვალში განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა.

„2022 წლის მეორე თვეში საქართველოში 137,148 საერთაშორისო ტურისტი ვიზიტი შედგა, აღდგენა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +55.4%-ია, ხოლო 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდამ +282% შეადგინა.

ტურიზმის აღდგენის სწრაფი დინამიკა აისახება შემოსავლებზეც. 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105,218,484 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62.2%-ით აღდგენაა. 2021 წლის თებერვალთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 91,568,460 (+670.8%) აშშ დოლარით გაიზარდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი