ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის თებერვალში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 89.5 პროცენტით შემცირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის თებერვალში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 89.5 პროცენტით შემცირდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში 40 516 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 89.5 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 34 836 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 4 846, საზღვაო გზით – 509 და სარკინიგზო გზით – 325.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის თებერვალში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია: თურქეთი – 15 983 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით –75 პროცენტი; სომხეთი – 5 785 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით – 89.9 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 5 760 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით– 84.4 პროცენტი; აზერბაიჯანი – 3 950 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.8 პროცენტი; რუსეთი – 2 925 ვიზიტორი, კლება წინა წელთან –94.4 პროცენტი; უზბეკეთი – 1 256 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +13.8 პროცენტი; უკრაინა – 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.7 პროცენტი; ყაზახეთი – 443 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -83.6 პროცენტი; ბელარუსი – 408 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -86.2 პროცენტი; ირანი – 347 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.0 პროცენტი; ტაჯიკეთი – 343 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -42.8 პროცენტი; ბულგარეთი – 204 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -66.1 პროცენტი; ყირგიზეთი – 180 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -68.5 პროცენტი; გერმანია – 166 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -93.8 პროცენტი; საფრანგეთი – 160 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -88.6 პროცენტი;