ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის მარტში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 73.4 პროცენტით შემცირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის მარტში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 73.4 პროცენტით შემცირდა

2021 წლის მარტში საქართველოში 55 907 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 73.4 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 40 759 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 14 181, საზღვაო გზით – 770 და სარკინიგზო გზით – 197.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის მარტში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია: თურქეთი – 20 237 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით –50.8 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 5 760 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით– 62.7 პროცენტი; სომხეთი – 5 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით – 82.8 პროცენტი; რუსეთი – 4 703 ვიზიტორი, კლება წინა წელთან –85.7 პროცენტი; აზერბაიჯანი – 4 226 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.3 პროცენტი; უკრაინა – 3 115 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -60.1 პროცენტი; უზბეკეთი – 1 873 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +73.7 პროცენტი; ყაზახეთი – 1 016 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -43.9 პროცენტი; ირანი – 841 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +109.2 პროცენტი; ბელარუსი – 759 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -55.0 პროცენტი; ტაჯიკეთი – 531 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +26.7 პროცენტი; ისრაელი – 530 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -85.4 პროცენტი; გერმანია – 409 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -75.5 პროცენტი; აშშ – 404 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -63.8 პროცენტი; საფრანგეთი – 322 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -58.7 პროცენტი.

დატოვე კომენტარი