ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის იანვარში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 93.6 პროცენტით შემცირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის იანვარში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 93.6 პროცენტით შემცირდა

2021 წლის იანვარში საქართველოში 33 765 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 93.6 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 28 962 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 4 218, საზღვაო გზით – 341 და სარკინიგზო გზით – 244.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია:

თურქეთი – 14 500 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 80.7 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 5 732 ვიზიტორი, კლება წინა წელთან –88.7 პროცენტი; სომხეთი – 3 875 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95.8 პროცენტი; აზერბაიჯანი – 3 138 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -97.5 პროცენტი; რუსეთი – 1 916 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 97.8 პროცენტი; უზბეკეთი – 1 291 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +13.7 პროცენტი; უკრაინა – 626 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.1 პროცენტი; ყაზახეთი – 385 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -91.6 პროცენტი; ბელარუსი – 310 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -87.6 პროცენტი; ტაჯიკეთი – 255 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -47.3 პროცენტი; საფრანგეთი – 226 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -85.1 პროცენტი; გერმანია – 205 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -92.7 პროცენტი; ბულგარეთი – 146 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -71.1 პროცენტი; აშშ – 121 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.0 პროცენტი; ყირგიზეთი – 118 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -80.2 პროცენტი;