ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის აპრილში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 140.4 პროცენტით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2021 წლის აპრილში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 140.4 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის აპრილში საქართველოში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 140.4 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 48 455 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 33 188, საზღვაო გზით – 639 და სარკინიგზო გზით – 237.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის აპრილში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია: თურქეთი – 21 106 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 48.4 პროცენტი; ისრაელი – 10 098 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 13 925.0 პროცენტი; რუსეთი – 8 518 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 125.5 პროცენტი; სომხეთი – 8 331 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 8 253 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 440.8 პროცენტი; უკრაინა – 5 922 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 403.6 პროცენტი; აზერბაიჯანი – 5 287 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 107.3 პროცენტი; უზბეკეთი – 2 711 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 292.9 პროცენტი; ყაზახეთი – 1 639 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 284.7პროცენტი; ბელარუსი – 1 463 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 77.1 პროცენტი; ირანი – 1 024 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 611.1 პროცენტი; გერმანია – 657 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1584.6 პროცენტი; აშშ – 650 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 4 233.3 პროცენტი; ინდოეთი – 553 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 55 200.0 პროცენტი; გაერთიანებული სამეფო – 490 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 988.9 პროცენტი.