ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.

მანამდე მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. წლების წინ კი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.