ტურიზმის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 8,5 მილიონს გადააჭარბებს
ტურიზმის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 8,5 მილიონს გადააჭარბებს

საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 719,140 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 პროცენტია.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 407,221 შეადგინა, რაც 53,385-ით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა 15.1 პროცენტი).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამორჩეულია რუმინეთი – ზრდა 132 პროცენტი, შვედეთი – 92 პროცენტი, ნიდერლანდები – 63 პროცენტი, ლატვია – 62 პროცენტი, პოლონეთი – 51 პროცენტი, გერმანია – 41 პროცენტი, იტალია – 37 პროცენტი და სხვა. ასევე, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან – კორეის რესპუბლიკა – 77 პროცენტი, ჩინეთი – 60 პროცენტი, აშშ – 50 პროცენტი, ბელარუსი – 35 პროცენტი, ყაზახეთი – 34 პროცენტი, საუდის არაბეთი – 30 პროცენტი და სხვა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით კი, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 7,507,517 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 პროცენტით მეტია.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (23.7 პროცენტით მეტი), აზერბაიჯანიდან (10.3 პროცენტი ზრდა), სომხეთი (0.2 პროცენტი ზრდა) და თურქეთიდან (14.3 პროცენტით მეტი) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩევიან: ესტონეთი – 85 პროცენტი,
რუმინეთი – 65 პროცენტი, სლოვაკეთი – 62 პროცენტი, ნიდერლანდები – 59 პროცენტიანი ზრდა, გერმანია  – 51 პროცენტი, ესპანეთი – 47 პროცენტი, ლატვია – 44 პროცენტიანი ზრდა, ჩეხეთი – 44 პროცენტი, საფრანგეთი – 36 პროცენტი, იტალია – 32 პროცენტიანი ზრდა და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეის რესპუბლიკიდან – 125 პროცენტი, ჩინეთი – 84 პროცენტი, ბელარუსი – 45 პროცენტი, ქუვეითი – 34 პროცენტი და ისრაელი – 32 პროცენტი.

ამასთან, 2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ 7,902,509 ვიზიტი განხორციელდა. 2011 წელს კი, ანალოგიური მაჩვენებელი 3,115,527 ვიზიტს შეადგენდა. 2017 წელს მოგზაურების ვიზიტების წლიური რაოდენობა 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა – 154 პროცენტით.

2012 წლიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები სტატისტიკა ასეთია: 2012 წელი – 4,741,346;  2013 წელი – 5,734,898;  2014 წელი – 5,888,709; 2015 წელი -6,305,635; 2016 წელი – 6,719,975;  2017 წელი – 7,902,509.

რაც შეეხება 2018 წელს, ტურიზმის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა 8.5 მილიონს გადააჭარბებს.